მოგესალმებით სულ მალე ჩვენი ვებ-გვერდი



მოგესალმებით, სულ მალე ჩვენი ვებ-გვერდი დაიწყებს სრული დატვირთვით მუშაობას და ყველა საჭირო ინფორმაცია იქნება შევსებული,ასევე მოხდება
ყოველდღიურად სიახლეების დადება მთავარ გვერზე და მოხდება თქვენი ინფორმირება ამა თუ იმ მოვლენებზე, ამასთანავე თქვენი ნებისმიერი პრობლემის შესახებ დასმულ კითხვებს მივიღებთ, რომელსაც გაეცემა კვალიფიციური პასუხი
.
 


იურიდიული პირის ცნება და სახეები

დასავლეთის ბევრი ქვეყნის სამოქალაქო კოდექსები იურიდიული პირის ლეგალურ დეფინიციას არ იძლევიან. ეს უფრო იმით იხსნება რომ ამ ქვეყნების სამართალს აინტერესებს არა დეფინიცია, არამედ ამ სუბიექტების რეალური შინაარსი, უფრო ზუსტად, სამართლებრივ ურთიერთობებში მათი მონაწილეობის ფორმები და ხასიათი. ამიტომ, როგორც სწორად იყო ქართული სამართლის მეცნიერებაში აღნიშნული, იურიდიული პირის ნიშნები იმ სამართლის ნორმებიდან გამოჰყავთ, რომლებიც ამ ქვეყნების საკანონმდებლო აქტებშია მიმობნეული და იურიდიული პირების სამართლებრივ მდგომარეობას განსაზღვრავენ.

ამა თუ იმ ცნების, განსაკუთრებით კი იურიდიული პირების ცნების ლეგალურ დეფინიციას არ შეიძლება ჰქონდეს სრულყოფილების პრეტენზია. როგორც წესი, ის მხოლოდ არსებით ნიშნებს განამტკიცებს. სხვა დანარჩენი კი ცალკეული ნორმების შინაარსიდან უნდა იქნეს გამოყვანილი. იგივე ითქმის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 24-ე მუხლის პირველ ნაწილზეც, რომელიც თუმცა კი იძლევა იურიდიული პირის ლეგალურ დეფინიციას, მაგრამ ეს არ არის ამომწურავი სამართლის ამ სუბიექტის სრულად დახასიათებისათვის. იმავდროულად, 24-ე მუხლის ეს დეფინიცია სრულიად შეესაბამება დასავლეთის ქვეყნებში არსებილ შეხედულებას იურიდიული პირის სტატუსის შესახებ და მოქმედ კანონმდებლობას.